სპორტული კარატეს მსოფლიო ჩემპიონატი
პარიზში გამართულ სპორტული კარატეს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეჯიბრზე, საქართველოს ნაკრების წევრმა, ცოტნე სორდიამ, 60 კგ წონით კატეგორიაში 99 მონაწილეს შორის ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ასევე მოიპოვეს მარიამ ვასაძემ და ლიზი ზვიდაურმა. ნაკრები პარიზში საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდა.
