უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის პრეზიდენტის ბუდაპეშტში ვიზიტის მოსამზადებლად ვაშინგტონში ჩავიდა
პიტერ სიიარტომ მანამდე განაცხადა, რომ უნგრეთში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ორგანიზება უკვე დაწყებულია. ვაშინგტონში გამგზავრებამდე უნგრეთის პირველმა დიპლომატმა ევროპელი პოლიტიკოსები ბუდაპეშტის სამიტის ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ევროპელი ლიდერები არც ორიენტირებულნი და არც დაინტერესებულნი არიან იმით, რომ ბუდაპეშტის სამიტი გაიმართოს და მან უკრაინაში მშვიდობა მოიტანოს.