დრონების შესახებ შესული შეტყობინების გამო მიუნჰენის აეროპორტი დროებით დახურული იყო
დრონების შესახებ შესული შეტყობინების გამო მიუნჰენის აეროპორტი დროებით დახურული იყო. სააგენტო „ასოშეიტედ პრესი“ ფედერალურ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამის შესახებ პოლიციას რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის დაცვის და აეროპორტის თანამშრომლებმა, აცნობეს. აეროპორტი ნახევარი საათით დაიკეტა, რის გამოც 3 რეისი გადამისამართდა, 1 კი გაუქმდა. მოგვიანებით, ფედერალურმა პოლიციამ განაცხადა, რომ მათ ტერიტორიაზე დრონები ვერ აღმოაჩინეს.
