თბილისობა აღნიშნეს, ნიდერლანდების სამეფოს ქალაქ ჰააგაში მდებარე ქართულ რესტორან „სოხუმში“
თბილისობა აღნიშნეს, ნიდერლანდების სამეფოს ქალაქ ჰააგაში მდებარე ქართულ რესტორან „სოხუმში“. ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს ქართველი ემიგრანტების გარდა, ჰოლანდიელებიც ესტუმრნენ. თბილისქალაქობის მსგავსად სტუმრებმა ჰააგაშიც შეწვეს მწვადები, მოახვიეს ხინკალი და ამოავლეს ჩურჩხელები. საზეიმო განწყობას არც ქართული ჰანგები მოჰკლებია. ისევე როგორც გასულ წლებში, ამჯერადაც ჰოლანდიურ თბილისობას საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებიც დაესწრნენ
