დონალდ ტრამპი: დროა მკვლელობები შეწყდეს და შეთანხმება დაიდოს
დროა მკვლელობები შეწყდეს და შეთანხმება დაიდოს. ამ შინაარსის პოსტი უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნა. როგორც თეთრი სახლის ლიდერი წერს, რუსეთი და უკრაინა იქ უნდა გაჩერდნენ, სადაც არიან და ომი უნდა დაასრულონ, რაც ათასობით ადამიანის სიცოცხლეს იხსნის. კიდევ ერთი კომენტარი ტრამპმა „პალმ ბიჩზე“ გამგზავრებამდე გააკეთა. როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთმა და უკრაინამ ომი დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ, ფრონტის არსებულ ხაზზე შეჩერდნენ და სახლებში დაბრუნდნენ