კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე გლდანში
კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე გლდანში. პირველ მიკრორაიონში, ნომერ პირველი და პირველი (ა) კორპუსების მიმდებარედ, ბავშვთა გასართობი ზონა მოეწყო, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. დაიგო ბალახი, ხე-მცენარეები. განთავსდა სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 250 ათასი ლარი დაიხარჯა