ბათუმის საქალაქო სასამართლომ ლუკა კურტანიძე პატიმრობაში დატოვა
ადვოკატმა სასამართლოს 50 ათას ლარიანი გირაო შესთავაზა. მოსამართლემ აღნიშნა, რომ არსებობს დანაშუალის განმეორების საფრთხე. სასამართლოს სიტყვით მიმართა თავად კურტანიძემაც. საქმის არსებითი განხილვა 29 ოქტომბერს დაიწყება. გამოძიება კურტანიძეს ყოფილ მეუღლეზე ძალადობას, ნივთის დაზიანებას, საკუთრების უფლების და დამცავი ორდერის დარღვევას ედავება.