პარლამენტის თავმჯდომარე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან საქართველოს კანონმდებლობის და ვენის კონვენციის დარღვევაზე ამახვილებს ყურადღებას
პარლამენტის თავმჯდომარე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან, რომელიც საქართველოში ეუთოს თავმჯდომარეობის ფარგლებშია ჩამოსული, საქართველოს კანონმდებლობის და ვენის კონვენციის დარღვევაზე ამახვილებს ყურადღებას. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ელინა ვალტენონის მიერ ოძისში ?? გაკეთებულ სუვერენიტეტის მხარდამჭერ განცხადებას ფასი არ აქვს, იმ ფონზე, როდესაც სუვერენიტეტს თავად არღვევს რუსთაველის გამზირზე. მმართველი გუნდი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გამო აკრიტიკებს. სწორედ ამ მიზეზით პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა.