სასამართლო სისტემის ხარისხით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-13 ადგილს იკავებს, მსოფლიოში კი 27-ე პოზიციაზე
მონაცემებს ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში აქვეყნებს. საქართველო უთანაბრდება ბელგიას, უსწრებს დიდი შვიდეულის 2 ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 21 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, ავსტრია, უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, სლოვენია, ხორვატია, ლატვია, ლიეტუვა, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მალტა, კვიპროსი, მონტენეგრო, ჩრდილოეთი მაკედონია და თურქეთი. ევროპის საუკეთესო 14 სასამართლო სისტემა შემდეგ ქვეყნებშია: საქართველო, ბელგია, შვედეთი, შვეიცარია, ისლანდია, გერმანია, ესტონეთი, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, ფინეთი, დანია, ნიდერლანდები, ირლანდია, ლუქსემბურგი.

სიუჟეტის ავტორი: რატი მეტრეველი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები