რუსეთმა შეერთებულ შტატებს ამერიკის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული საარქივო დოკუმენტები გადასცა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ამერიკის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული საარქივო დოკუმენტები გადასცა. 350 გვერდიანი ანგარიში რუსეთის ელჩმა ამერიკის წარმომადგენელთა პალატის წევრს- ანა პოლინა ლუნას მიაწოდა. კანონმდებელმა დაწერა, რომ მასალას სრულად გამოაქვეყნებს მას შემდეგ, რაც დოკუმენტებს ექსპერტთა ჯგუფი შეისწავლის. ანა პოლინა ლუნამ დოკუმენტების გადაცემას ისტორიული მომენტი უწოდა, რადგან კონგრესმა ამ ფაილების მოპოვება 1990- იან წლებში სცადა, თუმცა უარი მიიღო