ჩიკაგოში მემარცხენე აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის მორიგი შეტაკება მოხდა
ჩიკაგოში მემარცხენე აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის მორიგი შეტაკება მოხდა. ამერიკის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, სასაზღვრო პატრულის აგენტები არალეგალი მიგრანტის დაკავებას ცდილობდნენ, როდესაც მათ ავტომობილს აქტივისტი დაეჯახა. ინციდენტს საავტომობილო დევნა და კიდევ ერთი ავარია მოჰყვა. სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ ადგილზე შეკრებილი აქტივისტებიც. მათ დასარბევად ოფიცრებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს