სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა 70 ადამიანი შეიწყალა
სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა 70 ადამიანი შეიწყალა. შეწყალება შეეხო 42 არასაპატიმრო და 24 საპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო ოთხ პირს მოეხსნა ნასამართლობა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.