დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის კომისიაზე გამოცხადების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის კომისიაზე გამოცხადების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ჯაღმაიძის ცნობით, ხუთშაბათს დოროთე ყურაშვილთან დაკავშირებით კომისია გაიმართება, თუმცა მისგან კომისიაზე გამოცხადების შესახებ დასტური ვერ მიიღეს. ჯაღმაიძე წერს, რომ არქიმანდრიტი კომისიაზე მისი განცხადებებების გამო დაიბარეს.