2008 წლის ომთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სასარგებლოდ კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღო
2008 წლის ომთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სასარგებლოდ კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღო. საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ე.წ. განგრძობადი ოკუპაცია“, საქართველოს სასარგებლოდ რუსეთს 253 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დაეკისრა. იუსტიციის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ეს არის ლოგიკური გაგრძელება იმ პროცესის, რომელსაც საქართველო ეროვნული იტნერესების დასაცავად აწარმოებს რუსეთის წინააღმდეგ. შედეგად, ქართული მხარის ყველა მტკიცებულება და სამრთლებრივი პოზიცია ევროპულმა სასამართლომ ბოლომდე გაიზიარა. საქმე- საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, პრინციპული მნიშვნელობის არის საქართველოს ხელისუფლებისთვის.