ჰქონდათ თუ არა კავშირი ბაჩო ახალაიასთან ხელისუფლების დამხობის მცდელობის ორგანიზატორებს
ჰქონდათ თუ არა კავშირი ბაჩო ახალაიასთან ხელისუფლების დამხობის მცდელობის ორგანიზატორებს. არსებული ინფორმაციით, გამოძიების ამ კითხვას პაატა ბურჭულაძემ არ უპასუხა. მან თქვა, რომ შესაძლოა პასუხი მის წინააღმდეგ იყოს გამოყენებული. რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას, ამავე ინფორმაციის თანახმად მან თქვა, რომ საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენებას არ მისცეს. ამ ინფორმაციას არ უარყოფენ ადვოკატები. უფლებადამცველების დუმილი კი მმართველ გუნდს აფიქრებინებს, რომ ახალაია ოთხი ოქტომბერს განვითარებული მოვლენების ავანგარდში იყო. ხელისუფლების დამხობის მცდელობის ორგანიზატორების შეხვედრებს ბაჩო ახალიასთან ადასტურებს თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელიც სასამართლოში გამოიკითხება