NBA-ის წინასასეზონო მატჩებში ქართველმა კალათბურთელებმა წარმატებით ითამაშეს
სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ „ვიზარდსი“ 113:112, ხოლო გოგა ბითაძის „ორლანდომ“ „მაიამი ჰიტი“ 120:104 დაამარცხა. მამუკელაშვილმა სასტარტო ხუთეულში 20 წუთში 8 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. მას ორმაგი დუბლის შესრულებამდე მხოლოდ 1 მოხსნა დააკლდა. ხოლო ბითაძემ 17 წუთში 2 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება დააგროვა. „ტორონტო“ 16 ოქტომბერს „ბოსტონს“, „ორლანდო“ კი 17 ოქტომბერს „ნიუ ორლეანსს“ დაუპირისპირდება.