ფილიპინების სანაპიროსთან 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
ეპიცენტრში ქვეყნის სამხრეთ ნაწილი აღმოჩნდა. ბოლო ცნობებით, დაღუპულია 2 ადამიანი. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ფილიპინების მასშტაბით სახლები, შენობები და ხიდები დაზიანდა. მათივე ცნობით, ასევე არსებობს ცუნამის საფრთხეც და მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.