აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, აფხაზეთის შემოქმედებითი ჯგუფების საქმიანობის გასაძლიერებლად, აფხაზეთის მთავრობა დამატებით ფინანსურ რესურსს გამოყოფს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, აფხაზეთის შემოქმედებითი ჯგუფების საქმიანობის გასაძლიერებლად, აფხაზეთის მთავრობა დამატებით ფინანსურ რესურსს გამოყოფს. ეს გადაწყვეტილება გიორგი ჯინჭარაძემ მათ პირადად გააცნო. შეხვედრა კითხვა-პასუხით წარიმართა, მონაწილეებმა სამშვიდობო პროცესში კულტურული დიალოგის მნიშვნელობასა და შემოქმედებითი ინიციატივების მხარდაჭერის შესაძლებლობებზე იმსჯელეს