პარტია „ლელოს“ წევრი ზურაბ სხირტლაძე რუსთავის საქალაქო სასამართლოში გამოიკითხა
პარტია „ლელოს“ წევრი ზურაბ სხირტლაძე რუსთავის საქალაქო სასამართლოში გამოიკითხა. მან პროკურატურაში გამოკითხვაზე უარი თქვა. საქმე ეხება ლელოს მიერ გავრცელებულ ჩანაწერს, თითქოს კოალიციის ერთ-ერთ მაჟორიტარობის კანდიდატზე კარა ორუჯევზე ზემოქმედების, ძალადობის, მუქარისა და მოსყიდვის მცდელობა იყო. კარა ორუჯევი ირწმუნება, რომ მათი სატელეფონო საუბარი სწორედ ზურაბ სხირტლაძემ ჩაიწერა. საქმესთან დაკავშირებით უკვე გამოკითხულია კარა ორუჯევიც. გამოკითხვიდან გამოსულმა სხირტლაძემ კომენტარი არ გააკეთა