თეთრი სახლი პორტლენდსა და ორეგონში მიმდინარე არეულობებს ორგანიზებულ ანარქიას უწოდებს
თეთრი სახლი პორტლენდსა და ორეგონში მიმდინარე არეულობებს ორგანიზებულ ანარქიას უწოდებს. ჟურნალისტის კითხვაზე, იძიებენ თუ არა ჯორჯ სოროსის როლს ძალადობრივი საპროტესტო გამოსვლების დაფინანსებაში, ტრამპის ადმინისტრაციის პრესმდივანმა უპასუხა, რომ თეთრი სახლის უშიშროების სამუშაო ჯგუფი, გამოძიების ფედერალური ბიურო და დაზვერვის სამსახური აქტიურად მუშაობენ დონორების გამოსავლენად.