თაღლითობა - წარდგენილი ბრალი
დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. საქმე ეხება თაღლითობის მცდელობას, კერძოდ, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფის სანაცვლოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქისგან დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტს