სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. დელეგაციასთან ერთად შეხვდა აზერბაიჯანის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრ, ფარიდ გაიბოვს. მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის არსებულ და სამომავლო სპორტულ თანამშრომლობაზე. ორი ქვეყნის დელეგაციამ განიხილა საქართველოსა და აზერბაიჯანის მრავალწლიანი ურთიერთობა, რომელიც ქვეყნებს სპორტის მიმართულებით აკავშირებთ. ვიზიტის ფარგლებში, შალვა გოგოლაძე გმირთა მემორიალზე იმყოფებოდა და პატივი მიაგო ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის, ხსოვნას.