„ქართული ოცნების“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ზამურ ჭითანავა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
„ქართული ოცნების“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ზამურ ჭითანავა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად, ის აკაურთის თემის მაჟორიტარობის კანდიდატ ფარუხ სარიევთან ერთად, აკაურთის, სენების, ბერთაკარისა და ძველი ქვეშის მცხოვრებლებს შეხვდა. კანდიდატმა ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გააცნო და მათი პრობლემები მოისმინა.