თელ-ავივში მორიგი ანტისამთავრობო აქცია გაიმართა
თელ-ავივში მორიგი ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი მძევლების ოჯახის წევრებმა ღაზაში ომის შეწყვეტა და მძევლების გასათავისუფლებლად მოლაპარაკების განახლება მოითხოვეს. ნეთანიაჰუს მთავრობას მათ მოლაპარაკების ჩაშლასა და საბოტაჟში დასდეს ბრალი.