უკრაინელებმა ლენინგრადის ოლქზე დრონებით მიიტანეს იერიში
უკრაინელებმა ლენინგრადის ოლქზე დრონებით მიიტანეს იერიში. მათი სამიზნე კირიშის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო. რეგიონის გუბერნატორის ალექსანდრ დროზდენკოს განცხადებით, ქალაქში სამი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, რაც ამ დროისათვის ლიკვიდირებულია.
