შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან კავშირის გამო თურქულ, ჩინურ და არაბულ კომპანიებს სანქციები დაუწესა
შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან კავშირის გამო თურქულ, ჩინურ და არაბულ კომპანიებს სანქციები დაუწესა. ვაჭრობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ სანქციები შეეხება 23 ჩინურ, ორ ინდურ, ერთ სინგაპურულ, ერთ ტაივანურ, ერთ ირანულ, სამ თურქულ და ორ კომპანიას არაბთა გაერთიანებულ საამიროებიდან. ამერიკული მხარის მტკიცებით, აღნიშნული კომპანიები რუსეთის სამხედრო მრეწველობას ტექნოლოგიებით ამარაგებენ