ბულგარეთის სანაპიროზე დრონი აღმოაჩინეს
ბულგარეთის სანაპიროზე დრონი აღმოაჩინეს. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საგანგებო სამსახურებმა მიიღეს შეტყობინება, რომ ბურგასის სანაპიროზე ზღვამ უპილოტო საფრენი აპარატი გამორიყა. ადგილზე მისულმა ოპერატიულმა ჯგუფმა დაადგინა, რომ დრონი ასაფეთქებელ მოწყობილობას არ შეიცავს და საფრთხეს არ წარმოადგენს. უპილოტო საფრენი აპარატი შესასწავლად ბურგასის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე გადაიტანეს. წარმომავლობა ჯერ დაუდგენელია