შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა - საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ახლად დანიშნულ ატაშესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავებისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვეს. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა საქართველოსა და აშშ-ს შორის საზღვრის დაცვის სფეროში არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს სასაზღვრო პოლიციის პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები გააცნო.