შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გასული 24 საათის განმავლობაში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 42 ადამიანი დააკავა
მათი დიდი ნაწილი მსხვილი ნარკორეალიზატორია, ნაწილს კი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად. საპოლიციო ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.