შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 8, 9 სექტემბერს დაკავებული სამი ადამიანიდან ორი გათავისუფლდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 8, 9 სექტემბერს დაკავებული სამი ადამიანიდან ორი გათავისუფლდა, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ დაზარალებულმა აქტივისტებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მათი ჩვენებებიდან გამომდინარე, შეუძლებელი გახდა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის პასუხისგებაში მიცემა.რაც შეეხება კიდევ ერთ დაკავებულს, რომელსაც საარჩევნო ბანერის დაზიანებას ედავებიან, პროკურატურამ სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შესახებ უკვე მიმართა. პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს