ქუთაისში, დევნილი ოჯახებისთვის ბინების განაწილების კენჭისყრის პროცედურა გაიმართა
ნიკეას ქუჩაზე, ახალაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში ბინას 720 ოჯახი მიიღებს, შერვაშიძის ქუჩაზე, ასევე ახალაშენებულ კორპუსებში კი, 132 იძულებით გადაადგილებული ოჯახი ჩასახლდება. კენჭისყრის პროცედურის შედეგად გამოვლინდა, კონკრეტულად, რომელ ბინას მიიღებენ დევნილი ოჯახები. ოთახების რაოდენობა კი ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება.