უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსული დრონების თავდასხმისას პოლონეთი მიზანმიმართული სამიზნე იყო
ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ უფრო და უფრო მეტი მტკიცებულება მიანიშნებს იმაზე, რომ თავდასხმის ასეთი ტრაექტორია შემთხვევითი არ ყოფილა. უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, პოლონეთის საჰაერო სივრცეში მინიმუმ 8 რუსული დრონი შეიჭრა. ზელენსკი მომხდარს ესკალაციას უწოდებს და ევროპელ პარტნიორებს მკაფიო და ძლიერი რეაგირებისკენ მოუწოდებს.