გიორგი კაპანაძისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
გიორგი კაპანაძისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. სხდომა რამდენიმე საათშია ჩანიშნული. დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება ედება. გამოძიების ინფორმაციით, გიორგი კაპანაძე 400 ათასი დოლარის სანაცვლოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეს კონკრეტული მიწის ნაკვეთებისთვის სტატუსის შეცვლას ჰპირდებოდა.