ამერიკის საიმიგრაციო სამსახურმა ჯორჯიის შტატში მდებარე „ჰიუნდაის” ქარხანაში მასშტაბური რეიდი ჩაატარა, რომლის დროსაც 475 ადამიანი დააკავეს
ამერიკის საიმიგრაციო სამსახურმა ჯორჯიის შტატში მდებარე „ჰიუნდაის” ქარხანაში მასშტაბური რეიდი ჩაატარა, რომლის დროსაც 475 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. დაკავებულთა უმეტესობა სამხრეთ კორეის მოქალაქეები არიან. ქარხანა, რომელიც კორეულმა კომპანიამ ელექტრომობილების წარმოებისთვის ააშენა, ერთი წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა. სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა