თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში სტრატეგიული დონის კიბერსწავლება ჩატარდა
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის, უსაფრთხოების მართვის ინსტიტუტის სტრატეგიული დონის კიბერსწავლება ჩატარდა. სწავლების დახურვის ღონისძიებას, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე დაესწრო. მან სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აშშ-ის წარმომადგენლებსა და სწავლების მონაწილეებს მადლობა გადაუხადა. სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა, რომლებმაც კიბერუსაფრთხოების საფრთხეები განიხილეს.