შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. ის წარსულში ნასამართლევია . გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ლანჩხუთში უკანონოდ შეაღწია ყვავილების ერთ-ერთ მაღაზიაში, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 30 000 ლარამდე ოდენობის თანხას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.