ავღანეთში 6-ბალიანი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 900-ს გადააჭარბა
ავღანეთში 6-ბალიანი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 900-ს გადააჭარბა. დაშავებულია 3000-ზე მეტი ადამიანი. მაშველები ნანგრევებში ადამიანებს ამ დრომდე ეძებენ. თალიბანის ცნობით, დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს. კრიტიკული სიტუაციის გამო, ავღანეთმა დახმარებისთვის საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა