უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების განსახილველად, ევროპელი ლიდერები 4 სექტემბერს პარიზში შეიკრიბებიან
უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების განსახილველად, ევროპელი ლიდერები 4 სექტემბერს პარიზში შეიკრიბებიან. ფაინენშელ თაიმსი წერს, რომ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონმა დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერები ასევე ევროკომისიის პრეზიდენტი და ნატოს გენერალური მდივანი ელისეს სასახლეში მიიწვია.