დონალდ ტრამპის ვაჟი არ გამორიცხავს, მომავალში პრეზიდენტობისთვის იბრძოლოს
დონალდ ტრამპის ვაჟი არ გამორიცხავს, მომავალში პრეზიდენტობისთვის იბრძოლოს. ინტერვიუ მან გამოცემა „ნიქეი ეიშას" მისცა. კითხვაზე, აპირებს თუ არა პრეზიდენტის პოსტზე იყაროს კენჭი, ერიკ ტრამპმა განაცხადა, რომ ასეთ შესაძლებლობას არ გამორიცხავს, თუმცა ახლა მას ბიზნეს-საქმიანობა უფრო იზიდავს. ცნობისათვის, ერიკ ტრამპი კრიპტოვალუტების კომპანიას ხელმძღვანელობს.