გარდაბნის სოფელ მარტყოფში, სააკაძის ძეგლის მიმდებარედ, სკვერის მოწყობის სამუშაოები ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, მერთან ერთად დაათვალიერა
გარდაბნის სოფელ მარტყოფში, სააკაძის ძეგლის მიმდებარედ, სკვერის მოწყობის სამუშაოები ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, მერთან ერთად დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში მოეწყო რეკრეაციული და მოსასვენებელი სივრცეები, აპარნის სალოცავთან მისასვლელი საფეხმავლო ბილიკი, დამონტაჟდება გარე განათების და სარწყავი სისტემები. სამუშაოები სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა