„ოცნების ქალაქი“
„ოცნების ქალაქში“ პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში 9 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი აშენდება, რომლებშიც 1077 ოჯახი მიიღებს კეთილმოწყობილ ბინას. გარდა საცხოვრებელი სახლებისა, ტერიტორიაზე მოეწყობა საგანმანათლებლო და რეკრეაციული სივრცეები. მიმდინარე სამუშაოებს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო. სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ერთ-ერთ პრიორიტეტი რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის კიდევ უფრო გაუმჯობესებაა