USAID ოფიციალურად დახურვის რეჟიმშია, რადგან მან დიდი ხანია გზიდან გადაუხვია, ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა სოციალურ ქსელ “იქსზე” დაწერა
USAID ოფიციალურად დახურვის რეჟიმშია, რადგან მან დიდი ხანია გზიდან გადაუხვია, ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა სოციალურ ქსელ “იქსზე” დაწერა. მარკო რუბიოს განმარტებით სააგენტოს დახურვის პროცესს ზედამხედველობას თეთრი სახლის საბიუჯეტო განყოფილების ხელმძღვანელი, რასელ ვოუთი გაუწევს. რუბიოს თქმით, ვოუთის კანდიდატურა მას პრეზიდენტმა ტრამპმა შესთავაზა.