უნგრეთმა უკრაინის წინააღმდეგ შურისძიებისგან თავი შეიკავა
უნგრეთმა უკრაინის წინააღმდეგ შურისძიებისგან თავი შეიკავა. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსულ ნავთობსადენზე დარტყმის გამო, ბუდაპეშტს შეეძლო უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეეწყვიტა. პიტერ სიიარტომ უკრაინელ კოლეგებს შეახსენა, რომ სწორედ უნგრეთია უკრაინის ელექტროენერგიის 40 პროცენტის მიმწოდებელი. სიიარტოს თქმით, მათ არ სურთ უკრაინელი ხალხისთვის ზიანის მიყენება და ანალოგიურ დამოკიდებულებას ბუდაპეშტი კიევისგანაც ითხოვს