შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხი უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან და ევროპელ დიპლომატებთან ონლაინ საუბრისას განიხილა
უკრაინის პირველმა დიპლომატმა მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საუბარი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს შეეხო. ანდრეი სიბიგას თქმით, კიევი მზად არის სამშვიდობო პროცესის ფარგლებში ნებისმიერი დიალოგისთვის, თუმცა პარტნიორებისგან უსაფრთხოების კონკრეტულ გარანტიებს ითხოვს, მათ შორის სამხედრო, დიპლომატიურ და იურიდიულ დონეზე.