იაპონიას ტაიფუნმა გადაუარა
ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, სტიქიამ წყალდიდობა გამოიწვია. დაიტბორა იაპონიის რამდენიმე ქალაქი. ძლიერი წვიმისა და ქარის გამო ქუჩაში ავტომობილებით გადაადგილება შეფერხებულია. იაპონიის მთავრობამ კი მოქალაქეებს მოუწოდა, გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ. სტიქიამ შესაძლოა ქვეყნის სამხრეთით მეწყრული პროცესებიც გააქტიუროს.