დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პოლიციელებთან და სამხედროებთან ერთად ვაშინგტონის ქუჩების პატრულირებაში მიიღებს მონაწილეობას
„დღეს საღამოს ვაპირებ გასვლას პოლიციელებთან და სამხედროებთან ერთად. საქმეს შევუდგებით“- აღნიშნა ტრამპმა. გასულ კვირას თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის პოლიციას ფედერალური მთავრობის პირდაპირ დაქვემდებარებაში გადაიყვანს. დედაქალაქში წესრიგის აღსადგენად ეროვნული გვარდია შევიდა.