ზაპოროჟიეს ოლქში უკრაინის არმიამ რუსეთის სამხედრო-ლოგისტიკური დანიშნულების სარკინიგზო ეშელონი უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით გაანადგურა
უკრაინული მედიის ცნობით, განადგურებულია მატარებელი, რომლითაც ოკუპანტს ზაპოროჟიეში სამხედრო დანაყოფებისთვის ნავთობი გადაჰქონდა. დაზიანებულია რკინიგზა, რითაც უკრაინელებმა რუს სამხედროებს მომარაგების ერთ-ერთი გზა გადაუკეტეს.