მართლმადიდებლები დღეს ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავენ
მართლმადიდებლები დღეს ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავენ. ფერისცვალება 12 უდიდეს დღესასწაულს შორისაა. სახარების მიხედვით, ამ დღეს მაცხოვარმა სამი მოციქული: იაკობი, იოანე და პეტრე თაბორის მთაზე აიყვანა და მათ წინაშე ფერი იცვალა. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინება და ხილი იკურთხება. პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო ლოცვას სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს