IDFI-ის სკანდალი
არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ის ხელმძღვანელი გიორგი კლდიაშვილი რუსეთის მოქალაქეებთან ბიზნეს თანამშრომლობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ მისი ბიზნეს პარტნიორები საქართველოს მოქალაქეები არიან, რომელთაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ. საჯარო რეესტრში გამოქვეყნებული ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, ენჯეო სექტორის ერთ-ერთი ლიდერის ოთხი ბიზნესპარტნიორიდან ორი რუსეთის მოქალაქეა. ბიზნესი კი უკავშირდება კლდიაშვილის თანამფლობელობაში არსებულ სასტუმრო „ქვევრს“, რომელიც „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში 4 მილიონ ლარზე მეტით დასუფსიდირდა ანუ დაფინანსდა