დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 37 ადამიანია დაკავებული
დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 37 ადამიანია დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით საგამოძიებო მოქმედებები ბოლო სამი დღის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარდა. ათეულობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, დამხმარე ნაგებობებისა და ავტომანქანების ჩხრეკისას ამოიღეს ნივთმტკიცებად. დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს